სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” USAID-ის მხარდაჭერით ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” USAID-ის მხარდაჭერით ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების და პროდუქციის რეალიზაციის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ის ჩართულობით ხორციელდება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს ახალი უცხოური ბაზრების ათვისებაში. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 50  ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამა რამდენიმე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია და ელექტრო ნაწილები.

ექსპორტის საბაზრო კავშირების ახალ პროგრამაში მონაწილე კომპანიები პროგრამის ფარგლებში შეძლებენ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისო შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გაყიდვებს და სწორ პოზიციონირებას.

მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ვორკშოპები, იმაზე თუ როგორ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე, როგორ დაუკავშირდნენ შემსყიდველებს და გაზარდონ გაყიდვები.

პროგრამის ფარგლებში, 4-6 სექტემბერს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საკონსულტაციო კომპანია OCO-ის წარმომადგენლები ბენეფიციარ კომპანიებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საწარმოო პროცესს.

მსგავსი სიახლეები

რატომ მყარდება ლარი? – “თიბისი კაპიტალის” შეფასება

რატომ მყარდება ლარი? – “თიბისი კაპიტალის” შეფასება

“თიბისი კაპიტალის” თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა, ვინაიდან წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა…
სოხუმის აეროპორტის გახსნას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

სოხუმის აეროპორტის გახსნას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

2025 წლის 10 თებერვალს, თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან: ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან გაიმართა. საგარეო საქმეთა…
„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ – რა გამოწვევებია რეგიონში?

„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ –…

„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ , – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში ქვემო სვანეთში მდებარე ტურისტული ობიექტის, Roots Svaneti-ს…